კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გარდაცვლილი 10 თვის ჩვილის ოჯახს უსამძიმრებს.
„უაღრესად შემძრა ამ საზარელმა დანაშაულმა. ვუსამძიმრებ ბარბარე რაფალიანი ოჯახს. ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენი, წამახალისებელი და დამკვეთი ყველა პირი, უმკაცრესად აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე. ამ დროს ძალიან რთულია შეიკავო ემოცია და მოქალაქეებს, ჩვენს მომხრეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდო, მაგრამ ჩვენ ამასაც უნდა გავუძლოთ და დამნაშავეებს პასუხი, კანონის ძალით ვაგებინოთ“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.
10 თვის ბარბარე რაფალიანი, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით ნახევრადსავსე ქვევრში იპოვეს, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, გარდაიცვალა.
„ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი კოლაგში 10 თვის გოგონას გატაცების ფაქტზე აცხადებს, რომ ბავშვის დეიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო და მის ოჯახზე მუქარას ახორციელებდნენ.

















