ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განცხადების
ერთი წლით ადრე გაკეთება, გაცილებით გონივრული იქნებოდა.
"ნიუსპრესთან" საუბარში ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტში ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებული საკითხი იხილებოდა, ქრისტიან–დემოკრატებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
"ივანიშვილი ახლა რას ამბობს მე არ ვიცი, თავის დროზე, როდესაც ეს საკითხი პარლამენტში იხილებოდა, ვამბობდი, რომ საქართველოდან არქივები გატანილია" , – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს. ივანიშვილის განმარტებით, საქართველოს მიერ გადატანილი სამოქალაქო ომების გამო, მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია.

















