დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრაცია 111 ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაიარა.
კერძოდ, არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებს 50 ადგილობრივი და 61 უცხოური ორგანიზაცია, მათ შორის - აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი”(IFES), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა, „ციხის საერთაშორისო რეფორმა”, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, „ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია“.
ასევე, პროცესს აკვირდებიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები.
რაც შეეხება ქართველ დამკვირვებლებს, რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორის არიან - ,,ამომრჩეველთა ლიგა”, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” და სხვა.
საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტაცია 138 ქართულმა და უცხოურმა მედიასაშუალებამ გაიარა.

















