logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება
07:44 01.10.2012
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპურებული რეგიონების გარდა, დღეს საპრლამენტო არჩევნები ტარდება.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქალაქეები დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც ირჩევენ.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 4 წლის ვადით აირჩევა და 150 წევრიანი იქნება. აქედან, 77 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა 08.00 საათზე იწყება და 20.00 საათზე სრულდება.

დღეს არჩევნები ჩატარდება საქართველოს 73 ოლქის 3 648 უბანზე. არჩევნები ჩატარდება ასევე, საზღვარგარეთ გახსნილ 45 საარჩევნო უბანზე.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 მოქალაქეს შეადგენს.

ასევე, ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის 71 ე.წ სპეციალური უბანი გახსნა, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნებია. კომისიის ცნობით, ორი მსგავსი უბანი გახსნილია საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი - სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში, შეიარაღებული ძალების ნაწილებსა და პოლიციაში.

არჩევნებში 16 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, აქედან, 14 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკია.

არჩევნებში მონაწილე პარტიებია - „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო” (N1), „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (N4), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს” (N5), „სამართლიანი საქართველოსთვის” (N9), „სახალხო მოძრაობა” (N17), „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა” (N19), „ჯონდი ბაღათურია-
ქართული დასი’’ (N23), „ახალი მემარჯვენეები” (N24), „სახალხო პარტია” (N26), „მერაბ კოსტავას საზოგადოება” (N30), „მომავალი საქართველო” (N35), „საქართველოს მშრომელთა საბჭო” (N36), „შალვა ნათელაშვილი-
საქართველოს ლეიბორისტული პარტია” (N38) და „საქართველოს
სპორტსმენთა კავშირი” (N40).

საარჩევნო ბლოკებია - „გიორგი თარგამაძე- ქრისტიან-დემოკრატიული
გაერთიანება” (N10) და „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება” (N41).

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის მონცემებით, ამომრჩევლებმა დღეს არჩევანი 2 806 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ, მათ შორის 2 313 კანდიდატი პარტიულ სიებშია შეყვანილი, ხოლო 493 კანდიდატი მაჟორიტარულ ოლქებში იყრის კენჭს.

კანდიდატებს შორის 797 ქალია, რაც 28,4 % შეადგენს.

ცესკო-ს ცნობით, თელავის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქებში ასევე, კენჭს იყრის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.

არჩევნების შედეგების დათვლა 20:00 საათიდან, უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება. ამავე დროს დაითვლება ავღანეთში, ქართულ სამშვიდობო მისიაში ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა