„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ამომრჩეველთა მიწვევის კამპანიას განახორციელებს.
პარტიის პრესპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, აღიშნული პროცესი „კარდაკარის“ შედეგებით წინასწარ იდენტიფიცირებული მხარდამჭერების აღრიცხვას ითვალისწინებს საარჩევნო უბნების მიხედვით და არჩევნების დღეს მათთვის საარჩევნო უბნებზე მისვლის შეხსენებას.
თაქთაქიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა მიწვევის კამპანიაში ჩართული მოხალისეები და კოორდინატორები საარჩევნო უბნის შესასვლელთან გარკვეულ დისტანციაზე განთავსდებიან. ამასთან, კამპანიაში ჩართულ პირებს პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები არ ეცმევათ და არ ექნებათ მოძრაობის სააგიტაციო მასალები; თუ მსგავსი კამპანია სხვა პოლიტიკურ პარტიასაც ექნება, ისინი დისტანციას დაიცავენ, რათა ნებისმიერი სახის დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ.
ამასთან, პარტია ამომრჩევლების ავტოტრანსპორტით გადაადგილებას უზრუნველყოფს, ხარჯები კი, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან დაფინანსდება.

















