„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დღეს ახალგორის რაიონში, საზღვრისპირა სოფელ ოძისში დასრულა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ახალგორში რუსული ჯარის ყოფნა სააკაშვილ-ივანიშვილის დამსახურებაა.
„ვინც არ გაიყიდეთ, ვინც ვერ შეგაშინეს ხმა „ლეიბორისტულ პარტიას“ მიეცით და მე პირობას გაძლევთ, რომ მომავალ არჩევნებში ჩვენი საარჩევნო კამპანია ახალგორში გაიმართება“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იქამდე იქნება, სანამ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილ-ივანიშვილი ისუნთქებს.

















