„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია და პარტიის გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდნენ.
შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. კახა ძაგანიას თქმით, სადამკვირებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების ყურადღებასა და მუშაობას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„პირველი ოქტომბერის არჩევნების გაყალბებას „ნაციონალური მოძრაობა“ ადმინისტრაციული რესურსით, ხოლო ივანიშვილის „ოცნება“ მილიარდებით ცდილობს, ეს არ უნდა დაუშვან საერთაშორისო სადამკვირებლო მისიებმა“ – განაცხადა ძაგანიამ.

















