საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს, ვინმემ ცალკეული ხარვეზების გამოყენებით საქართველო უკან დააბრუნოს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მემკვიდრეობით ნგრევა მიიღო, მაგრამ მომავალ თობებს აშენებულ საქართველოს გადასცემს.
„ყველგან, სადაც ხარვეზია გამოვასწორებთ, მაგრამ ცალკეული ხარვეზის გამოყენებით, რომელიც შეიძლება საქართველოშიც იყოს და ნორვეგიაშიც, არაფრით დავუშვებთ, რომ იმ უკუნეთში დაგვაბრუნონ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით“ - განაცხადა სააკაშილმა.
მისი თქმით, საქართველომ თავი წარსულიდან ძლივს დააღწია, ახლა კი, საქართველოს მოსახლეობას საკუთრი შვილების წინაშე უფლება არ აქვს უკან დაბრუნდეს.
„დღეს თითქოს არც ვიმჩნევთ, რომ საქართველოს შიგნით ჩვენი მტერი მთელი ძალის მობილიზებით ემზადება იმის მიხედვით, თუ რა მოხდება თბილისში ზეგ. არავის ვაშინებთ, მაგრამ ჩვენ თუ უკან დავბრუნდით ეს ნიშნავს იმას, რომ უკან ჩვენი დამპყრობელი დაბრუნდება“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, მას კარგად ესმის, რომ სოფლებში ისევ ბევრი რამაა აღსადგენი, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი დაიძრა და შენდება.
პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი თაობები საქართველოს ყოველთვის იმედით შეხედავენ, რადგან მოსახლეობას განსაკუთრებული ერთობა ახასიათებს.

















