თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციაზე გამოყენებული
ტექნიკისა და აღჭურვილობის დემონტაჟი და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ტრანსპორტი უკვე გადაადგილდება ორბერლიანის (კოლმეურნეობის) მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, თავისუფლებიდან რუსთაველის გამზირისკენ.
ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რჩება.

















