კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის დასასრულს
მხარდამჭერების მიმართ მადლიერება გამოხატა.
ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, განსაკუთრებით მათ, ვინც თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დაზარალდნენ.
კოალიციის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა მაჟორიტარ კანდიდატს და თავისი გუნდის ყველა წევრს. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ეს ადამიანები ხალხის სამსახურში ჩადგებიან და „ჭეშმარიტად სახალხო ხელსუფლებას“ შექმნიან.
მან მადლიერებით მოიხსნია მრჩეველთა საბჭო, რომელიც მისი თქმით, კონსულტაციებს დღესაც უანგაროდ აძლევს. სასარგებლო რჩევებისა და დახმარებისთვის ივანიშვილმა მადლობა ევროპელ და ამერიკელ კონსულტანტებსაც გადაუხადა.
კოალიციის ლიდერმა მადლიერება ასევე საკუთარ ოჯახის მიმართ გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ერთი წლის განმავლობაში მის გვერდით დგანან.
„და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ქცევით შეძლო, რომ ნიღაბი ჩამოვხადე ჩემს ოპონენტს და ვაჩვენე მთელ მსოფლიოს, როგორია ჩვენი მოძალადე პრეზიდენტი“-განაცხადა მან.
ივანიშვილი ასევე მადლობელია, რომ ხალხისთვის გულის გახსნა და სიყვარულის გამოცხადება შეძლო.

















