„ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ქართულმა სულმა გაიღვიძა.
ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ „ნიუსპრესს“ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ აქციაზე განუცხადა, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
როგორც გაჩეჩილაძე აღნიშნავს, ის ძალიან გახარებულია იმით, რომ დღეს აქციაზე ბევრ ხალხს ხედავს.
„მე დიდი ბრძოლები გამოვიარე იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ქართული სული დამდგარიყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დრო დადგა, რითაც ძალიან გახარებული ვარ“-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

















