"ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმებიან.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ განაცხადა.
ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები დიპლომატიური კავშირის აღდგენის მცდელობასაც წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
ამასთან, არჩილ ჭყოიძემ განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, თუ ქართული მხარე ამის წინაპირობად, რუსეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას მოითხოვს.
საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებები 2012 წლის 28 თებერვალს შევიდა.

















