კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც დღეს ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით ფეხით მსვლელობით უკვე დაიძრნენ.
მას „ქართული ოცნების“ ვაკისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შალვა შავგულიძე და ზაზა პაპუაშვილი მიუძღვებიან.
აქციის მონაწილეების ნაკადს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდნტები შუერთდებიან. შემდეგ კი ყველა ერთად თავისუფლების მოედანზე აქციას შეუერთდება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.
მსვლელობის გამო, ამ დროისთვის, ჭაჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

















