საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე კოალიციის დღევანდელ
აქციაზე სერიოზულ პროვოკაციებს არ ელოდება.
როგორც შავგულიძემ ვაკის პარკთან ჟურნალისტებს განუცხადა, იმდენად დიდია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ცვლილებებთან დაკავშირებით იმდენად აშკარააა ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება, რომ პროვოკაციის უფლებას თავს ვერავინ მისცემს.
„ვერავინ მისცემს ამდენი ამომრჩევლის წინააღდმეგ თავს უფლებას სერიოზული პროვოკაცია დაგეგმოს. შეიძლება ადგილზე რაღაც გამოვლინენებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამდენი ხალხის წინააღმდეგ არამგონია სერიოზული პროვოკაცია ვინმემ დაგეგმოს“ - განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ძალიან ბევრი მხარდამჭერი გავა და ისეთივე მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება, როგორც 27 მაისის აქცია.
შავგულიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 1 ოქტომბერს აბსოლუტური წარმატების იმედი აქვს.
ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედანისკენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უკვე დაიძრნენ, მათ კოალიციიდან შალვა შავგულიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე მიუძღვებიან.

















