საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
გუშინდელ აქციაზე დაფიქსირებული „მეჩხერი სტადიონი“ ადასტურებს იმას, რომ საბიუჯეტო სამსახურში მომუშავე ადამიანებსაც ვერ აიძულებენ მხარდაჭერას.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს სპორტის სასახლესთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დღეს დაგეგმილი აქცია წინასაარჩევნო დათვალიერებაა.
სპორტის სასახლესთან შეკრებილი მხარდამჭერები რამდენიმე წუთში თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან, სადაც 16:00 საათზე „ქართული ოცნების“ აქცია დაიწყება.

















