თბილისში, „დინამო არენასთან“ შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჩუღურეთიდან და ნაძალადევის რაიონებიდან მხარდამჭერთა კოლონები შეუერთდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, ასევე, „დინამოსთან“ მივლენ ჩუღურეთისა და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვიქტორ დოლიძე და თეა წულუკიანი.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, დღევანდელი აქცია იქნება უფრო მასშტაბური, ვიდრე კოალიციის პირველი აქცია თბილისში.
„დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას ჩვენს ერთობას. გარე სამყაროს დავანახებთ, რომ შეგვიძლია ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება“-განუცხადა“ ნიუსპრესს“ ვახტაბგ ხმალაძემ.
„დინამო არენასთან“ შეკრებილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ რამდენიმე წუთში დაიწყება.

















