ვაკის პარკთან კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.
როგორც ვაკის პარკთან შეკრებილი საზოგადოება
აცხადებს, ისინი „ქართულ ოცნებას“ სოლიდარობას უცხადებენ და საქართველოს მომავლის მიმართ იმედიანად არიან განწყობილი.
„დღევანდელ აქციაზე იმიტომ მოვედით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაინახოს, რომ ჩვენც ხალხი ვართ“-აცხადებენ ვაკის პარკთან შეკრებილები.
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კოალიციის ლიდერები არ გამოჩენილან.
აღნიშნული ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაახლოებით 14.00 საათისთვის დაიძვრებიან.
„ქართული ოცნების“ აქცია თავისუფლების მოედანზე 16.00 საათზეა დაგეგმილი.

















