logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
''სახალხო კრება" მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
''სახალხო კრება" მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
13:30 29.09.2012

სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:


„სახალხო კრება“ თანადგომას უცხადებს და პატივს მიაგებს ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა მთელს მსოფლიოს აუწყოს რომ საქართველო ნეობოლშევიზმს არ შეეგუება!

დღეს, 2012 წლის 29 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ერთად დადგეს, რომ ხელისუფლებამ ახლა მაინც იგრძნოს, რომ უნდა წავიდეს! ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს რომ მივიდნენ 1 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და ოფიციალურად დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი ხალხზე მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ.

ორ დღეში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისათვის, რეალური დემოკრატიული ცვლილებებისა და ქვეყნის ღირსეული მომავლისათვის.

თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად ამჟამინდელი დამნაშავე ხელისუფლების უპრეცედენტო ძალადობისა, უნდა დაძლიოს შიში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოელის „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას, რეალური ოპოზიციის გამარჯვებას და პარლამენტში უმრავლესობით შესვლას, რაც იქნება არსებული მანკიერი და დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისი.

გახსოვდეთ, თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული გავახანგრძლივებთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატურას.

მოძალადე ხელისუფლებას მომავალი საპარლამენტო არჩევნები უკვე დიდი ხანია გაყალბებული აქვს და ახლა მხოლოდ ამ გაყალბების გაფორმებას ცდილობს. ამის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, კი სწორედ ჩვენს ხელშია, თითოეული მოქალაქის ხელში - ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე! ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაფიქსიროთ უპრეცედენტოდ დიდი აქტივობა, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას ხმებით მანიპულირების საშუალებას.

„სახალხო კრება“ მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

გვახსოვდეს, თითოეული ჩვენთაგანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!

ყველანი არჩევნებზე - ძალა ხალხშია!“



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა