კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, დღეს დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების ორგანიზებული ჩამოყვანა დაგეგმილი არ არის.
„რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რეგიონებიდან ხალხს უნდოდეს დღევანდელ აქციაზე დასწრება და თბილისში ჩამოვიდნენ. მოგეხსენებათ, ჩვენ არ გვყვავს ყვითელი ავტობუსები, შესაბამისად, ორგანიზებულად არავის ჩამოყვანას არ ვაპირებთ“-განაცახდა ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ორ დღეში არჩევნებია დადგეგმილი, ამდენად „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერების, აქტივისტების და შტაბის წევრების ადგილზე ყოფნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
ფანჯიკიძემ დღევანდელი აქციის რამდენიმე დეტალზეც ისაუბრა. მისი თქმით, მხარდამჭერები დედაქალაქში ოთხ ადგილზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნისკენ გაეშურებიან. მისივე განცხადებით, აქციაზე მხარდამჭერებს სიტყვით კოალიციის ლიდერები მიმართავენ.
რაც შეეხება აქციის მუსიკალურ ნაწილს, პრესსპიკერის განმარტებით შესრულდება რამდენიმე კომპოზიცია, დაგეგმილია ასევე ბერას ახალი სიმღერის პრეზენტაციაც.

















