პარტია „თავისუფალი საქართველო“ თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციას შეუერთდება.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოების აქტიურობა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ აუცილებელია და მანიფესტაცია გაყალბების მასშტაბების შესამცირებლად ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
ამის გამო პარტიის წევრები და მისი ლიდერები ორივე ქალაქში დაგეგმილ მანიფესტაციას შეუერთდებიან.

















