პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე დღეს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ჩამოსულ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დელეგაციას შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერებმა დელეგაციას „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო პრიორიტეტები და პოლიტიკური პოზიცია გააცნეს.
შეხვედრაზე ლიდერებმა ყურადღება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილეს და ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
დელეგაციაში IRI-ს პრეზიდენტი, ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორი, გამგეობის წევრები და აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები შედიან.
IRI-ის წარმომადგენლები თბილისში დღეს ჩამოვიდნენ. ისინი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან.

















