გერმანული კვლევითი ცენტრის FORSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობით ძალიან უკმაყოფილოა.
კვლევის მიხედვით, სააკაშვილის საქმიანობით ძალიან კმაყოფილია გამოკითხულთა 34%, ხოლო 19%-მა არ იცის, ან პასუხისგან თავი შეიკავა.
კვლევის დროს შეფასდა ასევე, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმიანობაც. კერძოდ, მერაბიშვილის საქმიანობით გამოკითხულთა 38% ძალიან უკმაყოფილოა, 34% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 28%-მა არ იცის ან აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.
FORSA-ს მიერ აღნიშნული კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-25 სექტემბერს ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წელს ზემოთ 1 943 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა „დემოკრატიის ფონდმა“ დააფინანსა. ცდომილება +/-2,5%-ია.

















