logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას საქართველოში მისცემს
სალომე ზურაბიშვილი 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას საქართველოში მისცემს
13:03 28.09.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ფოთის მოსახლეობას სპეციალური  მიმართვით, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა „Facebook“-ზე „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, სახელმწიფო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე მაგალითი იყო იმისა თუ რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული ყოველდღიური დაუღალავი საქმით და არა სიტყვით, როგორც, მისი თქმით, დღეს ხდება.

„მე თქვენ არ გასწავლით მან რამდენი რამ დაუტოვა თავის სამშობლოს, ჩემზე უფრო კარგად იცით ფოთელებმა. მე იმის გახსენება მინდა, რომ ასეთი უანგარო მოღვაწეობა გჭირდებათ სწორედ დღეს. გვჭირდება ადამიანები, პროფესიონალები რომლებიც ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან კლანის საქმეს გააკეთებენ და შეეწირებიან, გვჭირდება ადამიანები უშიშარნი და ერთგულნი. გვჭირდება ადამიანები არაფარისევლები, არამედ სიმართლის მთქმელნი“ - ნათქვამია მიმართვაში.

ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭიროა ისეთი ადამიანები, რომელთა მაგალითზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან.

„ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ასეთი ადამიანი გყავთ ფოთში და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეკა გაიმარჯვებს თავისი ერთგულებით და სიმხნევით თქვენთან ერთად და ჩვენთან ერთად“ - განაცხადა ექს-მინისტრმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილი მიმართვაში კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ვერ შედგა ნიკო ნიკოლაძის დაპროექტებული ტაძარის გახსნა „არასწორი სულისკვეთებით“ და იმედოვნებს, რომ ამ ტაძრის გახსნა ახალი საქართველოს ერთ-ერთი პირველი ზეიმი იქნება.

„მინდა ჩემო ფოთელებო, ჩემი სიყვარული, ჩემი იმედი გაგიზიაროთ, რომ ამ დღეებში ეს დიდი ბრძოლა მშვიდობიანად და სამართლიანად დამთავრდება. ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველო გაიმარჯვებს!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა მიმართვაში და დასძინა, რომ 29 სექტემბერს ფოთში ჩავა და 1 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ის საქართველოში თავის მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა