არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გელა სეხნიაშვილმა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ამადო ბუდუს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის დასასრულს ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში საქართველოსა და არგენტინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამადო ბუდუმ კმაყოფილებით აღნიშნა ის ისტორიული ფაქტი, რომ არგენტინამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წელს პირველმა აღიარა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მომავალში მრავალ სფეროს მოიცავს.

















