საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს,
რომ ჟვანიას ყოფილმა მეგობრებმა უღალატეს საკუთარ გზას და ავტორიტარული სახელმწიფო შექმნეს.
„მივმართავ მთავრობაში მყოფ ზურას ყოფილ მეგობრებს. თქვენ უღალატეთ საკუთარ გზას, რომელიც ზურასთან ერთად აირჩიეთ. დემოკრატიული სახელმწიფოს მაგივრად შექმენით ავტორიტარული, რომელშიც სუფევს უსამართლობა და ძალადობა“ - აღნიშნა რემა ჟვანიამ.
მისი თქმით, მთავრობაში მყოფი პირები იბრალებენ ზურაბ ჟვანიას მეგობრობას.
ის მოუწოდებს მათ აღარ დაუშვან ძალადობა, არ დაყონ საზოგადოება მტრებად და მისიანებად და ღირსეულად წავიდნენ ხელისუფლებიდან.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ის უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და გამათბობლიდან გაჟონილი მხუთავი აირით გაიგუდა.
ოჯახის წევრები გამოძიების ამ დასკვნას უნდობლობას უცხადებენ.

















