კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ უცხოური კომპანიისთვის მართვაში გადაცემაზე მუშაობს.
ამის შესახებ დღეს ივანიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„დაწყებული მაქვს პროცესი, რომ ტელევიზია რომელიმე უცხოურმა კომპანიამ აიღოს მართვაში, რომ ის არ იყოს ჩვენზე მიბმული და ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობდეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება თავად ტელევიზიის ხარისხს, მან აღნიშნა, რომ მას არც დრო და არც სურვილი არ აქვს, ჩაერიოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში და „ეს ტელევიაზიის მუშაობას, მისი აზრით, ეტყობა კიდეც“.
მისი თქმით, ძალიან მოკლე პერიოდში „არაუშავს ტელევიზია ჩამოყალიბდა“.

















