„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. როგორც „ნიუსპრესს“ მმართველი პარტიის პრესსამსახურში
განუცხადეს, წინასაარჩევნო შეკრება ეროვნულ სტადიონზე შედგება.
შეკრებაზე მხარდამჭერებს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ და წინასაარჩევნო კამპანიას შეაჯამებენ.
ღონისძიებაზე დასასწრებად „ნაციონალური მოძრაობა“ მხრდამჭერებს წინასწარ რეგისტრაციას პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სთავაზობს. მსურველებს მოსაწვევის მიღება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრება 17:00 საათზე დაიწყება.

















