პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოხუმის ოკუპაცია საქართველოს უდიდესი მარცხი იყო. ამის შესახებ მან დღეს ქუთაისში მოსახლეობასთნ შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მარცხი გამოიწვია საქართველოს დაქსაქსულობამ და დამპყრობელის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათურმა.
„თუ საქართველომ გადალახა 1 ოქტომბრის რუბიკონი, აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ და ვეღარასდროს დაგყოფენ და ვეღარასდროს წამოგვაგებენ პროვოკაციებზე“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტთან ერთად, ქუთაისელებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც მიმართა და განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა წინსვლა და განვითარება უნდა აირჩიოს.
დღეს სოხუმის დაცემიდან 19 წელი შესრულდა. ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

















