კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მან გმირთა მოედანზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ 19 წლის წინ მიმდინარე პროცესებისგან ყველაზე მეტად დევნილები დაზარალდნენ. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ ღირსეული ცხოვრება დაუბრუნოს.
„ჩვენი პროგრამის დიდი ნაწილი სწორედ დევნილებს ეთმობა. ჩვენი მიზანია, მათ დავუბრუნოთ ღირსება, მოვახერხოთ და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, შემოვირიგოთ ჩვენი ძმები - აფხაზები და ოსები. აუცილებლად უახლოეს დღეებში უნდა მოვახერხოთ და რაღაცნაირად ჩვენი სამშობლო დავიბრუნოთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

















