„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალებს ჰააგის სასამართლოს გადაუგზავნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს
დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განუცხადა.
ძაგანიას თქმით, აღნიშნული მასალებს ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში მათ მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებად წარადგენენ.
„ჰააგის სასამართლოში გავაგზავნით დამატებით მტკიცებულებებს ვიდეომასალების სახით, სადაც აღბეჭდილია სააკაშვილის შექმნილ და ივანიშვილის დაფინანსებული ციხის სისტემაში მომუშავე მოძალადეთა შემზარავი მოქმედებები. მასალების გაგზავნა გვიწევს დაგვიანებით, რადგან ოლიგარქმა მტკიცებულებები დამალა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად და ჩვენთვის აღნიშნული ვიდეო თვეების მანძილზე ხელმიუწვდომელი იყო“ - განაცხადა ძაგანიამ.

















