logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადგილობრივი ხარჯები ამომრჩევლის გულის მოსაგებად მიემართება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადგილობრივი ხარჯები ამომრჩევლის გულის მოსაგებად მიემართება
15:26 27.09.2012
ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში დაფიქსირებულია წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული ხარჯების  ტენდენცია - ამის შესახებ დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა აღნიშნა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში 2009-2012 წლების ადგილობრივი ბიუჯეტების საარჩევნო მიზნით ხარჯვის ტენდენციების შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და გორის ბიუჯეტებს.

„ხუთივე ერთეულში არსებობს ხარჯების კატეგორიები, რომლებიც საარჩევნო წლებში იზრდება, ხოლო არასაარჩევნოში - იკლებს. ასეთებია-ჯანდაცვის უზრუნველყოფის, სხვადასხვა სოციალური შემწეობის ხარჯები, ინფრასტრუქტურული პროექტები, კეთილმოწყობის სხვადასხვა პროექტის ხარჯები“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

მისი თქმით, მაგალითისთვის, გორის ბიუჯეტში არსებობს ხარჯები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსდება, ხოლო არასაარჩევნო წელიწადში საერთოდ უქმდება. მაგალითისთვის, ასეთია სოფლის ამბულატორიის მოწყობა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა და ასე შემდეგ.

ნატროშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტმა, ასევე დაარღვია საარჩევნო კოდექსი, როდესაც 10 აგვისტოს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებით ზოგიერთი ხარჯი გაზარდა. რაც წინასაარჩევნო პერიოდში კოდექსით იკრძალება.

თუმცა, როგორც ნატროშვილი აცხადებს, მსგავსი დარღვევებისთვის სანქციები არაეფექტურია.

როგორც ნატროშვილმა განაცხადა, განსაკუთრებულად პრობლემურია ბიუჯეტებში არსებული კატეგორია „სხვა ხარჯები“, რადგან ბიუჯეტის ამ მუხლიდან თანხის გამოყოფა შესაძლებელია ამომრჩევლის განწყობის მოსაგებად, ადვილად განხორციელებადი პროექტების და პროგრამების დასაფინანსებლად.

როგორც ნატროშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, აღნიშნულ ტენდენციებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში სხვა ტიპის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც, როგორიცაა საჯარო მოხელეების უკანონო გამოყენება და ასე შემდეგ.
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში დაფიქსირებული ტენდენციები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაამძიმოს წინასაარჩევნო გარემო და ის შეფასდეს როგორც არათანაბარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა