კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კალაძე აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან ნამდვილად ჰქონდა კავშირი და ამ სამყაროს წამომადგენლები სააკაშვილი,
მერაბიშვილი, ადეიშვილი და მათი კლანის წარმომადგენლები არიან.
„ეს ნამდვილად იყო და ამისთვის ბოდიშს ვუხდი ჩემი ქვეყნის მოსახლეობას“ - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოქვეყნა, რომელიც უწყების განმარტებით, კახი კალაძისა და ქურდული სამყაროს კავშირებს ადასტურებს.

















