საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქართულ-სომხური სამხედრო წვრთნების შესაძლო ჩატარებაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს ეგიდით ქართულ-სომხური სამხედრო წვრთნები იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
რამდენიმე დღის წინ სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ს ხელშეწყობით ქართულ-სომხური ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე.
აღნიშნულ ცნობას აზერბაიჯანული მედიის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

















