logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის  ქვეყნების განათლების ხარისხს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის ქვეყნების განათლების ხარისხს
13:32 30.07.2021
ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე როგორც ყველა სფერომ, განათლების სფერომაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა. მისი თქმით, მთავრობის მთავარი ღირებულებები განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული.

"დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ განათლების და მეცნიერების განვითარების გრძელვადიან ხედვას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ 10 წლიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობა და პრაქტიკულად, პირველი დოკუმენტი არის უკვე მზად. მე მინდა ძალიან მოკლედ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად განათლების და მეცნიერების განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი შვილებისთვის. როგორც მოგეხსენებათ და ეს ფართოდ არის ცნობილი ყველასთვის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე როგორც ყველა სფერომ მიიღო ძალიან დიდი ზიანი და პირდაპირი მნიშვნელობით უნდა ითქვას, ნგრევა, განათლების სისტემაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაზიანდა და ზოგადად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ მთლიანად ამ სისტემას. მაშინ, როცა ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ერი, ყოველთვის ვითვლებოდით და ასე იყო ეს, ფართოდ აღიარებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული საზოგადოება იყო ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კატაკლიზმების შედეგად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას, როგორც ერთ მთლიანს და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა აღნიშნული. ყველაფერი უკავშირდება განათლებას და მეცნიერების განვითარებას. ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი ღირებულებები დაფუძნებულია სწორედ განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა