logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ონის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ონის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
17:26 29.07.2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ამბროლაურში არსებული სსიპ პროფესული კოლეჯი „ერქვანის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს.

კოლეჯის „ერქვანი“ დირექტორის მოადგილემ ილია ოშხერელმა აღნიშნა, რომ შრომის ბაზრის გაზრდილი და სწრაფად ცვალებადი მოთხოვნის შესაბამისად, ბენეფიციარებს მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით და ასაკის შეუზღუდავად, შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ახალ პროფესიას და დასაქმდნენ წარმატებით. მან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება აგვისტოს თვის ჩათვლით.

დავით ჩიკვაიძემ ისაუბრა რეგიონში ახალგაზრდული პროფესიული კადრის გადამზადემის საჭიროების მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოთქვა ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სათანადო თანამშრომლობის კუთხით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაკონტრაქტების და სამუშაოების დროულად დაწყების საკითხს.

ასევე ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასის მიერ ონის მუნიციპალიტეტისთვის 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანის და სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნას გადაცემის საკითხს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადანაწილდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ნარჩენების მართვის სამსახურს ნარჩენების სეპარირებულად (მინა, პლასტიკი, ქაღალდი) შეგროვებაში, მარტივად გადამუშავებასა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენის შემდგომ გამოყენებაში დაეხმარება.

მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა