ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მხრიდან დასავლეთის მიმართ
გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ "კოლექტიური ოპოზიცია" აგრძელებს დასავლეთის მიმართულებით ქვების სროლას.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მათი "არგუმენტაცია" ჩვენთვის რომ დაგეჯერებინათ უკეთესი იქნებოდაო, ფაქტიურად დადის იქამდე, რომ დასავლეთი ოპოზიციას უნდა დახმარებოდა მორიგი რევოლუციის განხორციელებაში.
,,მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც წესით ოპოზიციის წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს, თუმცა რამდენად უშველის ეს სხვა საკითხია, "კოლექტიური ოპოზიცია" მაინც აგრძელებს დასავლეთის მიმართულებით ქვების სროლას.
თუმცა, მათი "არგუმენტაცია" ჩვენთვის რომ დაგეჯერებინათ უკეთესი იქნებოდაო, ფაქტიურად დადის იქამდე, რომ დასავლეთი ოპოზიციას უნდა დახმარებოდა მორიგი რევოლუციის განხორციელებაში. ოპოზიციას რატომღაც არ ესმის ან სურს გაიგოს, რომ დასავლეთში მათზე უკეთ აანალიზებენ აქაურ სიტუაციას’’ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook -ზე.