„იცით ასე სამარცხვინოდ რატომ გამარგინალდნენ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფნი? ხედავენ,
რომ აშშ-ის, დასავლეთის მკაცრი, მაგრამ მეგობრული განცხადებები საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, არსებული სირთულეების მოგვარებაზეა ორიენტირებული. - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით ექს-პრეზიდენტი და მისი სექტა კი დღემდე სანქციებისა მოლოდინში არიან და რადიკალურად ასცდნენ საერთაშორისო ამინდს.
,,მმართველი პარტიის მისამართით ვაშინგტონიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ფსევდო-ევროპული ბოკერიას ფლანგი (სხვა მსგავსი გამოხტომებიცაა სოცქსელში) თავს ესხმის აშშ-ს და მის ელჩს დეგნანს. იცით ასე სამარცხვინოდ რატომ გამარგინალდნენ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფნი? ხედავენ, რომ აშშ-ის, დასავლეთის მკაცრი, მაგრამ მეგობრული განცხადებები საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, არსებული სირთულეების მოგვარებაზეა ორიენტირებული. ექს-პრეზიდენტი და მისი სექტა კი დღემდე სანქციებისა და საქართველოს იზოლაციაში მოქცევის ბოდვებში არიან და რადიკალურად ასცდნენ საერთაშორისო ამინდს’’ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე facebook - ზე.