ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებული აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი აპრილის ბოლოს გახდება.
როგორც "ნიუსპრესს" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
"თითოეული ობიექტით რამდენიმე პირია დაინტერსებული. ამ ეტაპზე, რომელიმე აქტივის გაყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი გაფორმებული არ არის. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული შედეგების მიღწევას ამ კუთხით აპრილის ბოლოსთვის ვარაუდობს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების გაყიდვას აპირებს.

















