„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთავარი არხის მარკეტინგის კომპანიაში
შევიდა. გამოდგა მთელი ე.წ. კრიტიკული მედია, თავიანთ ე.წ. პოლიტიკოსებთან და ე.წ. სამოქალაქო სექტორთან ერთად. დადგნენ და ქართული ოცნება მთავარ არხს დევნისო, სიტყვის თავისუფლებას გვართმევენო, დიქტატურა მყარდებაო მოკლედ ჩამოგვექცა ქვეყანაო. ამას გველაპარაკება ის ხალხი, ვინც არბევდა ტელევიზიებს, ვინც იჭერდა ფოტოგრაფებს, ვინც აპატიმრებდა ანტენებს, ვინც დევნიდა ყველას და ყველაფერს, რაც მათ პროპაგანდას არ ემთხვეოდა“ - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.
როგორც გვიდიანი აღიშნავს, შემთხვევითი არჩევის წესით, საგადასახადო კონტროლი ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ კომპანიაზე.
„რა ხდება სინამდვილეში: შემთხვევითი არჩევის წესით, საგადასახადო კონტროლი ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ კომპანიაზე; მხოლოდ ივლისის თვეში ასეთი შემთხვევითი შემოწმება განხორციელდა 500-ზე მეტ კომპანიაში; ახლა ერთი ორი ფაქტი მედიის თავისუფლებაზე: მოსახლეობას უფასოდ მიეწოდება ეროვნული დაფარვის 20 ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებლის პროგრამა; ცნობისთვის, 2012 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით, სულ 4 ეროვნული მაუწყებელი არსებობდა; 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 100 არხი მაუწყებლობდა; 2012 წელამდე საკაბელო და რეგიონალური მაუწყებლობის ჩათვლით, სულ 54 არხი იყო; Reporters without borders 2020 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი - 2012 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 44 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 104-დან მე-60 ადგილზე გადაინაცვლა; P.S. - ვერ ამჩნევდე მედიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ პროგრესს, ან ბრმა უნდა იყო, ან უბრალოდ შეგნებულად უარს ამბობდე რეალობის აღქმაზე. P.P.S. - ისე, ჩვენში დარჩეს, ისეთ დღეში ჩავარდნენ, მართლა კარგად არის შესამოწმებელი რა ხდება მანდ“ - წერს Facebook-ზე ანდრია გვიდიანი.