ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უცხოელ
კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
კერძოდ, ვაშაძე შეხვდა მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის, გაბონის, პანამის, ლიბანის, მადაგასკარის, მალდივის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, პარაგვაის და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრებს.
შეხვედრაზე საქართველოს პირველმა დიპლომატმა თავის კოლეგებს საქართველოში ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობა გააცნო და მოუწოდა მათ, მხარი დაუჭირონ გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების უფლებას შეეხება.
ამასთანავე, საქართველოსა და პანამის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ,,პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმს.

















