logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ტყის კოდექსით" დადგენილ პროცედურულ საკითხებში ცვლილები შედის
„ტყის კოდექსით" დადგენილ პროცედურულ საკითხებში ცვლილები შედის
13:29 27.07.2021
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილებების მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტყის დაცვისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება სახელმწიფო უწყებებში. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, დღესდღეობით, ტყის ფონდში კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას, ასევე შეასრულებს ეროვნული სატყეო სააგენტოც, რაც გააძლიერებს ტყის დაცვის კონტროლს.
საკანონმდებლო პაკეტით, თუ ნივთიერი მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეა, რომელიც სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზეა, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ექნება, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების თანხმობით, ის განკარგოს, ხოლო მიღებული თანხა დააკონსერვოს მის ანგარიშზე. თუ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირი უდანაშაულო იყო, ამ შემთხვევაში მას თანხა აუნაზღაურდება, სხვა შემთხვევაში კი, თანხა განიკარგება ტყის მართვის მიზნებისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე შეეხება: ტერმინთა განმარტებებს, ტყის სტატუსის შეწყვეტის/დაბრუნების საკითხებს, ტყის საზღვრის კორექტირების საფუძვლებს და სხვა.

„ტყის კოდექსი" 2020 წელს წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ეს არის ახალი კანონი, რომელიც დაფუძნებულია ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე. კანონში იყო ბევრი ისეთი საკითხი, რაც რეალურად სიახლე იყო ჩვენი კანონმდებლობისთვის და შესაბამისად, კოდექსის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და თემები, რომლის დახვეწა საჭირო გახდა. სწორად ამ მიზანს ასახავს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი 36 პუნქტისგან შედგება და მისი მიღების შემდეგ გასწორდება „ტყის კოდექსით" დადგენილი პროცედურული საკითხები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი, ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც დაიცავს როგორც დაინტერესებული პირების ინტერესებს, ისე გაუმარტივებს ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა