logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი „რადიო თავისუფლების" პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი „რადიო თავისუფლების" პრეზიდენტს შეხვდა
17:47 26.07.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რადიო თავისუფლების" პრეზიდენტსა და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, ჯეიმი ფლაის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, რომელიც განმტკიცებულია კონსტიტუციით და დაცულია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში არსებული მედიაპოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია ევროპაში და დღეს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მარტივი განაცხადის საფუძველზე, შეუძლია მაუწყებლობა დაიწყოს 10 დღეში, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო 5-6 ივლისს გამართულ აქციებზე მომხდარი თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტები და აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე უკვე დააკავა 29 ადამიანი, მათ შორისაა ის პირიც, რომელმაც „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.

ჯეიმი ფლაიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ხელმძღვანელობა განაგრძო 2021 წლის 16 თებერვლიდან, დირექტორთა საბჭოს მიერ მისი ხელახლა დანიშვნის შემდეგ. RFE/RL-ის პრეზიდენტად და აღმასრულებელ ოფიცრად იგი პირველად დასახელდა 2019 წლის 10 ივლისს და მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1-ლი აგვისტოდან. მანამდე იყო უსაფრთხოების დემოკრატიის ალიანსის უფროსი მკვლევარი და თანადირექტორი, ასევე აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის გეოპოლიტიკისა და აზიის მომავლის პროგრამების დირექტორი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა