logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ რეზო ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია
გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ რეზო ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია
19:56 25.09.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გოგა ხაინდრავა, რომელიც საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის მიწოდებულ კადრებში ფიგურირებს, აცხადებს, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ რეზო ლორთქიფანიძეს ბავშვობიდან იცნობს.

როგორც ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ განაცხადა, ის და ლორთქიფანიძე თბილისში ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ერთად გაიზარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგში მათი გზები გაიყო, ის ლორთქიფანიძეს დღემდე თავის ბავშვობის მეგობრად მიიჩნევს.

რაც შეეხება საფრანგეთში ჩასვლის მიზეზს, ხაინდრავა განმარტავს, რომ 2011 წლის ნოემბერში პარიზში ცივილიზაციების უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიწვევით იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ომის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და მისი ფილმის ჩვენება იმართებოდა, ასევე, კონფერენცია იყო დაგეგმილი. მისი განცხადებით, მან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრებისგან იცოდა, რომ მისი ბავშვობის მეგობარი საავადმყოფოში იწვა, ამიტომ მისი ნახვა გადაწყვიტა.

„რეზო აქ 7 წელიწადი იჯდა, მერე კი ამათ საზღვარზე გადაიყვანეს და გაუშვეს იქით. საფრანგეთში 4 თვე ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი მისი ახლობლებისგან მომივიდა ამბავი, რომ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც საფრანგეთის მთავრობა თავად მკურნალობდა“-აცხადებს ხაინდრავა.

მისივე თქმით, ლორთქიფანიძემ, ბავშვობის მეგობრის სტუმრობის გამო, საავადმყოფოს პერსონალს სახლში გაშვება სთხოვა.

ხაინდრავა აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ფოტოები სწორედ მაშინ, საფრანგეთის ერთ-ერთ რესტორანში, თავად გადაიღეს.

რაც შეეხება კადრებში დაფიქსირებულ სახლს, ხაინდრავას განმარტებით, ის ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს ეკუთვნის.

საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა მასალა, რომელიც მისი მტკიცებით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ გადასცა. მასალაში ნათქვამია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, რეზო ლორთქიფანიძის სახლში ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი - საქართველოში გავლენის აღდგენა აღუთქვა. შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა