logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძეს: თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი ამორალურია
მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძეს: თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი ამორალურია
15:22 26.07.2021
„თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი ამორალურია. თქვენ ვერ ამჩნევთ თქვენი ტელევიზიის დირექტორის დედის გინებას პირდაპირ ეთერში, თან ძალიან ფართო სპექტრის მიმართ, მაგრამ ამჩნევთ ვიღაცის გაკრულ პლაკატს, რომელიც ერთ დღეში იდენტიფიცირებულია, თავადაც აცხადებს ამას, ოღონდ ახლა რაც არ უნდა მოხდეს, რადგან ასე გაწყობთ, თქვენი ეს ნეგატიური პიარი უნდა მიემართოს კახა კალაძისკენ. ვიღაც რაღაცას იზამს, თქვენ ამბობთ, რომ ეს კალაძემ ქნა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხატია დეკანოიძის 2-3 წუთიან გამოსვლაში იმდენი ტყუილი იყო, რომ მოაშორო, აღარაფერი დარჩება.

„ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ძალადობა დასაგმობი და ცუდია, ზიზღის კამპანია არის ცუდი, ამის საპირისპიროდ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას პოლარიზაციის დასრულებისთვის, რაც კარგია, მაგრამ თუ ისევ ასე უნდა იყოს საქმის გარკვევა ჩვენსა და თქვენს შორის, რომ ვიღაცამ რაღაც ჩაიდინა, მაგალითად ვიღაც ბნელმა გააკრა პლაკატი, რომელმაც ადრეც გააკრა, ანალოგიური შინაარსის არა პლაკატები არამედ ბანერები წინა არჩევნებზე, კი ბატონო მაგაშიც მოგყვებით, მანქანა რომ კინაღამ დაგაჯახეს და ვიღაცამ შეგაგინათ, იმაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს თუ არა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს ტყუილები რომ მოვაშოროთ, მიზეზ-შედეგობრიობაც რომ დაადგინეთ, ბრალიც ისე რომ წაუყენეთ აქ ადამიანებს, განაჩენიც რომ გამოიტანეთ, მიზეზებიც რომ დაადგინეთ თქვენ თვითონ, ზიზღის კამპანიაზე აქეთ რომ გველაპარაკებით, აი ამ მოცემულობას, სიმართლეს თუ დავტოვებთ მხოლოდ და ტყუილებს გამოვაკლებთ არაფერი არ რჩება, და რჩება ის ფარსი, რომელიც თქვენი მხრიდან წლების განმავლობაში შეეთავაზება საზოგადოებას. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენს პოლიტიკურ ძალას უფლება არ აქვს რომ ჩვენ ზიზღის კამპანიის დასრულებისკენ მოგვიწოდოს იმ ხალხთან, ამ შემთხვევაშიც კი არაფერ შუაში რომ არ არის და იმ ხალხთან, რომლის ხელისუფლების მერიამ ერთ დღეში აღკვეთა და როგორც უნდა მოქცეულიყო, ისე მოიქცა, თავისი დაჯარიმებით. რაც არ უნდა მოხდეს, ბათუმში რომ ადამიანმა ფეხი წამოკრას რაღაცას და დაეცეს, იმასაც კალაძეს დააბრალებთ არჩევნებამდე, ეს გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ასევე ისეთივე ამორალური კამპანიაა როგორც ის კონკრეტული ქეისი და თქვენი კამპანია,რომელიც შექმენით, ისევე როგორც გაყალბებული არჩევნები. ექვსი თვე გასტანა ამ პიარ ნეგატიურმა და ამორალურმა კამპანიამ და დღეს კომისიამ დაადგინა, სადაც არ მიიღეთ მონაწილეობა ბევრი რაღაც, რომლის ერთ ფრაზაშიც ვერ გექნებათ საწინააღმდეგო ობიექტური მოსაზრება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა