logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კრიმინალური ავტორიტეტებით მოსახლეობის დაშინებას ცდილობს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კრიმინალური ავტორიტეტებით მოსახლეობის დაშინებას ცდილობს
18:32 25.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას  კრიმინალური ავტორიტეტებით ცდილობს.

როგორც „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ადამიანი მეტსახელად -„ჯღანა“, რომელზეც ხელისუფლება 8 წელია საუბრობს, „ნაცმოძრაობის“ საგარეჯოს საარჩევნო შტაბში მუშაობს.

მისი თქმით, მეორე ადამიანი მეტსახელად - „ვინიპუხა“ „ნაცმოძრაობის“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გია ჩალათაშვილთან ერთად საარჩევნო პლაკატზეა გამოსახული.

ხიდაშელის განცხადებით, მესამე გმირი ალიკა დავითაშვილია, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ზვიადაურის წინააღმდეგ მუშაობს.

„ვინიპუხა“ პლაკატზეა გამოსახული, იმიტომ, რომ ზუსტად ქურდებით და კრიმინალური ავტორიტეტებით დააშინონ მოსახლეობა. ის შემთხვევით კი არ მოხვდა პლაკატზე. სრულიად შეგნებულადაა, რომ ყველამ იცოდეს ვისთან ექმებათ საქმე იმ შემთხვევაში, თუკი „ნაცმოძრაობას“ არ მისცემენ ხმას“ – განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ, ციხიდან გაათავისუფლეს ადამიანის წამებაში ბრალდებული პირი - გვარად ხვისტანი, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროს ადამიანებს აწამებდა, რომელიც მოძრაობა „კმარას“ ერთ-ერთ წევრს და ამჟამად პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსან გოგა ონიანს გაუპატიურებით ემუქრებოდა. რამდენიმე დღის წინ, მთელი დღის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი მის ოჯახში ქეიფობდა“ – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ისმის შეკითხვა, რატომ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადამიანების მწამებლებთან და კანონიერ ქურდებთან ასეთ დამოკიდებულებაში.

ამასთან, სუბარის განცხადებით, ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ტერორი დავალებული აქვს ორი ადამიანისთვის, კერძოდ, გორის რაიონში - მეტსახელად „კულას“, ხოლო მცხეთაში ვინმე ტატიშვილისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა