„არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.
თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.
„აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს", - განაცხადა კახა კალაძემ.