პარლამენტის 2021 წლის 28 ივნისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა
ხუთშაბათს, 22 ივლისს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პლენარულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.
პლენარული სხდომა 22 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.