„ყველამ კარგად ნახა, გუშინ ვინ დაარღვია, არა მარტო ეთიკის ნორმები, არამედ რეგლამენტი და ზოგადი წესები. ის დესტრუქცია,
რომელსაც ისინი ახორციელებენ პირდაპირ წინააღმდეგობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ქმედებები არ თავსდება საერთო სულისკვეთებასთან, რომელიც უნდა იყოს ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ის დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. მიშელის დოკუმენტი ხომ არ იყო თვითმიზანი, მას ქონდა ერთი მარტივი მიზანი - პოლარიზაციის შემცირება. როდესაც ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით გაიზარდოს, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში და პირდაპირი დარღვევა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.