ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ლაშა
ტუღუშს და შორენა შავერდაშვილს ხვდება.
მას შემდეგ, რაც დაცვამ ცესკო-ს მიერ აკრედიტებული ჟურნალისტები კომისიის სხდომაზე არ შეუშვა, აქციის მონაწილეებმა უშუალოდ ხარატიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ ხარატიშვილი მედიაორგანიზაციის მხოლოდ ორ წარმომადგენელს მიიღებდა.
შეხვედრაზე შესვლა ლაშა ტუღუშმა და შორენა შავერდაშვილმა გადაწყვიტეს. ისინი შეხვედრაზე, ასევე, იურისტ თამარ კორძაიას დაშვებას მოითხოვდნენ, თუმცა, ამაზე შეთანხმება ვერ შედგა.
ამ დროისთვის, მედიასაშუალებების სხვა წარმომადგენლები ცესკო-ს შენობასთან რჩებიან და შეხვედრის შედეგებს ელოდებიან.

















