logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზუგდიდის N4 დაწესებულების პატიმრები განსაკუთრებულად სასტიკ თანამშრომლებს ასახელებენ
ზუგდიდის N4 დაწესებულების პატიმრები განსაკუთრებულად სასტიკ თანამშრომლებს ასახელებენ
16:38 25.09.2012
ზუგდიდის N4 დაწესებულების პატიმრები ციხის განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ თანამშრომლებს ასახელებენ.

სახალხო დამველის აპარატის ცნობით, საპატიმროში ომბუდსმენის რწმუნებულის ერთ-ერთი ვიზიტისას 7 პატიმარმა მას წერილობითი განცხადება გადასცა, რომელშიც მითითებულია დაწესებულების ყველა ის თანამშრომელი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა წარსულში სხვადასხვა დროს მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში.

პატიმართა ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ დაწესებულების დირექტორი ამირან ჯანაშია, დირექტორის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჯიჭონაია, თანამშრომლები რომეო როგავა, კობა ანთია, გოგიტა გაბისონია, თემურ გოგოლი, ლევან კოდუა, პაპუნა ქირია, გურამ კვარაცხელია, ონისე, რომლის გვარიც არ იციან და იოსავა, რომლის სახელიც არ იციან, ზაზა, რომელიც დირექტორის მძღოლი იყო.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, ზუგდიდის N4 დაწესებულებაში 19-24 სექტემბერს რამდენიმე მოულოდნელი შემოწმება განახორცელდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პატიმრებზე რაიმე სახის ზეწოლა ციხის ადმინისტაციას არ განუხორციელებია.

ომბუდსმენის რწმუნებულის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. პატიმრებს შესაძლებლობა მიეცათ შაბათ-კვირას ესარგებლათ პაემნისა და ტელეფონზე საუბრის უფლებით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა